გიგი წერეთელი - ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება

ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას.

წერეთლის თქმით, ანტონიო გუტერეშის ეს მილოცვა მისთვის მოულოდნელი იყო.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს ეს წერილი და რაღაც ჟესტი ამოვარდნილია იმ საერთო კონტექსტიდან და საერთო განწყობიდან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაშია. ევროკავშირში, ამერიკის შეერთებული შტატებში ცნობაზე და ლეგიტიმაციაზე კი არა, ყოველდღიურად სანქციებზეა საუბარი.

ეს ნამდვილად არაფერს ცვლის, რადგან პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობა არ იცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, რაც ხდება და როგორც მიდის ეს პროცესი, არ იყო მართლაც მოსალოდნელი ამ შემთხვევაში, გაერო-ს მხრიდან იქნებოდა ამგვარი გადაწყვეტილება, მაშინ როცა სხვა ორგანიზაციებში ვხედავთ როგორი შეხედულებებია, როგორი კრიტიკაა, როგორი განცხადებები ისმის და როგორ სანქციებზეა საუბარი. არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა ჰქონდეს და დიდი სიხარული გამოიწვიოს. აქ ყველა ფოტოს გადაღება, ან შეხვედრა რომელიმე საელჩოსთან დე-ფაქტო ხელისუფლებაში აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამ ნაბიჯებით, ამ პოლიტიკით არაფერი შეიცვლება",- განაცხადა წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს