ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები კი ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და ათასობით ადამიანი დააპატიმრა.

„ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგემ და მტერმა უნდა გაიგოს: არ გქონდეთ იმედი, ჩვენ არასოდეს გავიმეორებთ იმას, რაც გვქონდა 2020 წელს“, - განაცხადა ლუკაშენკომ პარასკევს.

„ფრანს-პრესი“ წერს, რომ მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან ხელისუფლებაშია, გამარჯვებულად გამოცხადდება და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას მეშვიდე ვადით დაიკავებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის სიყალბე და რომ ლუკაშენკოს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება