ალექსანდრე ლუკაშენკო - ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებს თუ არა ჩვენს არჩევნებს ევროკავშირი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებს თუ არა ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. დამიჯერეთ, ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო.

„ეს არის მთავარი და მერე თქვენი საქმეა. თუ აღიარებთ, გამოგეხმაურებით და მადლობას მოგახსენებთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

22 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ფიქტიურ არჩევნებად შეაფასოს და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ლუკაშენკოს არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ბელარუსის რეჟიმი აგრძელებს დისიდენტების წინააღმდეგ სისტემატურ რეპრესიებს, მათ უკანონო დაპატიმრებას, წამებას, დევნასა და სასტიკ მოპყრობას.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც, ლუკაშენკოს გარდა, ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. ლუკაშენკო, გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის თანამდებობას მეშვიდე ვადით დაიკავებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს