„თავისუფლება მთებშია!“ „ძალა ერთობაშია!“ „საქართველოს ადგილი ევროპაშია“ - ამ ლოზუნგებით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხულოს მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

„თავისუფლება მთებშია!“ „ძალა ერთობაშია!“ „საქართველოს ადგილი ევროპაშია“, - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხულოელები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები დროულად გათავისუფლდნენ, ასევე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.

აქციის მონაწილეები საპატიმროში მყოფ გამოცემა “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.

„არ აქვს მნიშვნელობა ხულოელი იქნება, შუახეველი თუ ქედელი, ჩვენ ვუერთდებით საერთო სულისკვეთებას, გვაქვს იგივე მოთხოვნები, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, ასევე ჩატარდეს ხელმეორედ არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს