ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ პროექტებსა და მზარდ საექსპორტო პოტენციალზე.

ხაზი გაესვა თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და აღინიშნა მისი როლი შუა დერეფნის განვითარებაში. საუბარი ასევე შეეხო უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რომლის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელდება.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რომლის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სექტორში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს