მაკა ბოჭორიშვილი - აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, გაიმართება შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს და ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას.

„ვიზიტი განხორციელდება აბუ-დაბიში უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან, ასევე შეხვედრები უკვე გვქონდა სახელმწიფო მინისტრთან და მინისტრ ნაჰაიანთან. ორივე საქართველოსთვის არის ძალიან ახლო მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რისი გამოყენებაც კარგად შეიძლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვისთანაც დღეს გვქონდა საუბარი, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს, ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას, ქვეყანას, სადაც შეიძლება განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, აქვს პოტენციალი და აქვს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიმართულებით გავაძლიეროთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტი სარგებელი ნახოს ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით, ამ ურთიერთობებიდან და ჩვენთვის მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობები შევქმნათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და ეს ვიზიტი, უმაღლეს დონეზე, კარგი შესაძლებლობა იქნება ამისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს