ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება - უნდა გაგრძელდეს ძლიერი შემზღუდავი ზომების დაწესება, როგორც ლიეტუვაში გავაკეთეთ და რიგი ქვეყანა ჩვენს მაგალითს მიჰყვა

საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია კვლავ ქუჩებში დგას, რაც გვავალდებულებს ჩვენ, რომ ამას პასუხი გავცეთ. გავიხსენოთ საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა, ჩვენ ხელიდან გავუშვით ძლიერი მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა და ძლიერი შემზღუდველი ზომების დაწესების შესაძლებლობა, როგორც ეს ჩვენ ლიეტუვაში დავაწესეთ და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც ჩვენს მაგალითს მიჰყვა. ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს