ფინეთის საგარეო მინისტრი - თუ გსურთ სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ

საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ - ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველოს სურს, სანდო დემოკრატიად დარჩეს, უნდა შეეძლოს ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელშიც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ.

„საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორ ეუთოს თავმჯდომარემ. გასულ წელს ეუთომ, ოდირის საშუალებით გამოაქვეყნა არჩევნების შესახებ ანგარიში და ასევე რეკომენდაციები არსებითად ახლის ორგანიზების შესახებ. ჩვენ პირველ რიგში ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, ეს მიუღებელია ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში. მეორე არის ის, რომ თუ გსურთ სანდო დემოკრატიად დარჩეთ, უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად, რომელიც ატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ხალხის ნამდვილ აზრს ითვალისწინებენ“, - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება