პაატა იმნაძე - ვირუსებს შორის გრიპი წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის - ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ

ვირუსებს შორის გრიპი წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის. ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის სეზონი აპრილამდე გრძელდება.

„ზამთარი გრიპის გარეშე არავის გვინახავს. კორონავირუსის დროს, კორონავირუსმა „დაჩაგრა” გრიპი, ძალიან ცოტა გრიპის ვირუსი გვქონდა. ახლა, ზამთრის სეზონია, ჩვეულებრივი ვირუსებია, მათ შორის კი გრიპია წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის. ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ. შეგახსენებთ, რომ გრიპის ვაქცინა დღესაც ხელმისაწვდომია, აპრილამდე გრძელდება გრიპის სეზონი, ამიტომ ვისაც აცრა არ გაქვთ გაკეთებული, აიცერით“, - აღნიშნა იმნაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება