BTU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა უკვე 3-წლიანია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის სტანდარტული 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის პარალელურად, უკვე 3-წლიან პროგრამაზე სწავლაც შესაძლებელია. უნივერსიტეტი სტუდენტებს სიახლეს ახალი სასწავლო წლიდან შესთავაზებს. მსურველებს მენეჯმენტის კვალიფიკაციის მიღება მხოლოდ 3 წელში შეეძლებათ, ამავდროულად კი მათ შესაძლებლობა აქვთ მეოთხე წელს დამატებითი პროფესია შეისწავლონ.

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები დიდი ხანია შემოკლებულ სასწავლო პროგრამებს ნერგავენ და ახორციელებენ, რადგან ის სტუდენტს დროისა და ფინანსების ოპტიმიზაციას, ხარისხიან და ინტენსიურ განათლებასა და წარმატებული კარიერის მოკლე დროში დაწყების შესაძლებლობას სთავაზობს. სწორედ ამიტომ დაიწყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების შეთავაზება. სურვილის შემთხვევაში კი სტუდენტს შეუძლია დამატებით გაიაროს მეოთხე წელი და აირჩიოს ისეთი პერსპექტიული მიმართულება, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული მარკეტინგი, ფინანსები და ფსიქოლოგია. ის თავად წყვეტს, მიიღოს დიპლომი 3 წელში თუ გააგრძელოს სწავლა და გაეცნოს ახალ პროფესიას. ეს მოქნილი სისტემა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ განათლების ხანგრძლივობა და საკუთარი კარიერული გეგმების შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები.

BTU-ს 3-წლიანი მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სპეციალურად განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს, სწრაფად და ეფექტურად მიიღოს ცოდნა და გამოიყენოს ის პრაქტიკაში. მასში ჩართვით, სტუდენტი შეძლებს სწრაფად დაეუფლოს მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს, გაიღრმაოს უნარები ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: ლიდერობა, სტრატეგიული მართვა და მარკეტინგი.

ზოგადად, BTU და მისი მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა კი ბაზარზე არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. ის ახალგაზრდებს სთავაზობს არა მხოლოდ თეორიულ განათლებას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. მათ აქვთ შესაძლებლობა:

  • შექმნან საკუთარი სტარტაპი BTU-ს მხარდაჭერით. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროფესიონალ მენტორებს, საერთაშორისო პარტნიორებს და რესურსებს, რომლებიც ბიზნეს იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან.
  • მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება – სწავლის ერთი სემესტრი ან ერთი წელი გაატარონ პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიიღონ ორმაგი დიპლომი. ეს შანსი უნიკალურია, რადგან ორი დიპლომი ავტომატურად ზრდის კონკურენტუნარიანობას დასაქმების ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზარზე. უნივერსიტეტს სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებიც აქვს.
  • ისარგებლონ უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის სერვისებით. ცენტრის წარმომადგენლები ეხმარებიან სტუდენტებს, აირჩიონ სწორი გზა და სწრაფად მოერგონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
  • მიიღონ სარგებელი BTU-ს სწავლების განსხვავებული მეთოდებითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით.

თუ ჯერ არ იცით, სად უნდა ჩაირიცხოთ და გსურთ, რომ თქვენი პროფესიული არჩევანი მრავალფეროვანი და პერსპექტიული იყოს, BTU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სწორედ თქვენთვისაა. ნუ დაკარგავთ შესაძლებლობას და აირჩიეთ პროგრამა, რომელიც კარიერული განვითარებისა და მრავალფეროვანი განათლების საუკეთესო შანსს გაძლევთ.

პროგრამის წლიური ღირებულება 2250 ლარია. პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო