„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

მაშინ, როდესაც მინისტრი მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მზია ამაღლობელის მეგობრებმა მინისტრს თხოვეს, მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პირები „პოლიტიკური აქტივიზმით არიან დაკავებული“.

„ვიდექი, პასუხს გცემდით და გადაწყვიტეთ პერფორმანსის მოწყობა. აქ უნდა დავასრულოთ, ასეთი ფორმით ვერ გავაგრძელებთ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, მინისტრის მიერ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების მსვლელობისას ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“.

„ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ დემაგოგობის გარდა! გვაინტერესებს, რას აკეთებენ, რათა მზიას ჯანმრთელობა დაცული იყოს“, - აღნიშნეს მზია ამაღლობელის მეგობრებმა.

საბოლოოდ, მინისტრმა ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება