ღონისძიება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ესწრება, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს - მედიის წარმომადგენლები მიხეილ სარჯველაძისგან მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ

ღონისძიება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ესწრება, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.

ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, კოლეგები პროტესტს კარზე ბრახუნით და შეძახილებით გამოხატავენ.

მათ სურთ მინისტრისგან მოისმინონ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და სკანდირებენ, რომ არ წავლენ სახლში მანამ, სანამ ინფორმაციას არ მიიღებენ.

„მზია ამაღლობელი რუსულ რეჟიმს უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული! თავისუფლება მზია ამაღლობელს“, - აღნიშნავენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები.

ღონისძიების დაწყებამდე, ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის კამათი, სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

მაშინ, როდესაც მინისტრი მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მზია ამაღლობელის მეგობრებმა მინისტრს სთხოვეს, მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პირები „პოლიტიკური აქტივიზმით არიან დაკავებულები და ამ ფორმატში არაფერს იტყოდა“.

მინისტრმა აღნიშნული ფაქტის შემდეგ ტერიტორია დატოვა, თუმცა მოგვიანებით, დაცვის თანხლებით ისევ დაბრუნდა და ღონისძიებას შეუერთდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!