ირაკლი კობახიძე - ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ - ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც

რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ - ეს არის ტექნიკური საკითხი, ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს დიპლომატიური პასპორტების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, ქვეყანას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე“.

„რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობასა და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში თუ არ მოითხოვს, ეს არის ტექნიკური საკითხი. ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც უნდა შევუნარჩუნოთ მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის შესაძლო უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი „სამწუხარო მოვლენების გაგრძელება“.

„ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი არ იყო ეფექტიანი გასული 4 წლის განმავლობაში და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. თავისთავად ასეთი დისკუსიები უკვე წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია