ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი - საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს

საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ვამაყობ, რომ ჩემი შვედი კოლეგის, ბორიანა ობერგის გვერდით ვზივარ, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის გასაჩივრების საკითხი დააყენა. საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს. ჩვენ ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს“, - წერს გუსტავ გოტბერგი.

შეგახსენებთ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა. სესიაზე საკითხი შვედმა დეპუტატმა, ბორიანა ობერგმა დააყენა.

„საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი - მხოლოდ „ქართული ოცნებით“. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ, - განაცხადა ბორიანა ობერგმა.

აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმჯელებს. მათ მოსაზრება 24-საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა.

სცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება