PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი - საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე - იყო ხმების მოსყიდვის და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები

საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე. იყო ხმების მოსყიდვის და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში. საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული კამერები, ხდებოდა ხალხის დაშინება და ამომრჩეველთა გაკონტროლება, - ამის შესახებ PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერმა საკმაოდ დააზიანა და ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და შედეგების მიმართ ნდობას, „ამიტომ გაჩნდა კითხვები გამოხატავდა თუ არა არჩევნები ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს“.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. მოხსენებაში შეფასებულია საარჩევნო პროცესი. ჩვენ ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებთან ერთად ვაკვირდებოდით საქართველოში საარჩევნო გარემოს. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 53.93%, საარჩევნო ბარიერი კიდევ სხვა ოთხმა პარტიამ გადალახა. რა დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ ამ დაკვირვების შედეგად?

არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, ასევე დიდი ანტაგონიზმი ჩანდა მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენის გამოხატვის გამო. იყო ხმების მოსყიდვის და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში. საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული კამერები, ხდებოდა ხალხის დაშინება და ამომრჩეველთა გაკონტროლება. ხალხს ჰქონდა განცდა, რომ „მათ დიდი ძმა უთვალთვალებს“.

ასევე არსებობდა კითხვები გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით.

ამ ყველაფერმა საკმაოდ დააზიანა და გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისი შედეგების მიმართ ნდობას. ამიტომ გაჩნდა კითხვები გამოხატავდა თუ არა არჩევნები ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს“, - განაცხადა იულა ბულაიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს