თსუ-სთან ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებელის ზვიად ცეცხლაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილი არიან, როგორც „დაფიონის“ წევრები, ასევე ზვიად ცეცხლაძის მეგობრები, თანაკურსელები და ახლობლები.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, იმის გამო, რომ მისი შვილი აქტიური იყო აქციების პერიოდში, „ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მისი განეიტრალება წაადგებოდა საპროტესტო მუხტის კლებას“.

„აქტიური ბიჭია. თავის თანატოლებში ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს, ქარიზმატულია და გაზაფხულის აქციების დროს გარკვეულ ლიდერად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მისი განეიტრალება წაადგებოდა საპროტესტო მუხტის კლებას, რის გამოც საქმე შეუთითხნეს. „შეკერილი საქმით“ დააპატიმრეს, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ გაუგრძელდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზვიადის პატიმრობის ვადის გახანგრძლივება უნდათ იმისათვის, რომ ქვეყანაში რაღაც პოლიტიკურ პროცესებს დაელოდონ. თუ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ჩაქრება, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ - თუ მუხტი ჩაქრება ყველას მიუსჯიან, თუ აიწევა მუხტი იძულებული იქნებიან გამოუშვან და ჩანიშნონ ახალი არჩევნები“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „აქ ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“.

აქციის მონაწილეები გეგმავენ მარშით ჩავიდნენ გმირთა მემორიალთან, საიდანაც მსვლელობით უკვე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება