აშშ-ის სენატმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა დაამტკიცა

შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ფინანსთა მინისტრის პოსტზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა დაამტკიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სკოტ ბესენტის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი სენატის 29 წევრი წავიდა.

Reuters-ი წერს, რომ როგორც ჩანს, სკოტ ბესენტი იქნება ტრამპის ეკონომიკური დღის წესრიგის ძლიერი დამცველი, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადების შემცირებას და მკვეთრი ტარიფების დაწესებას. ბესენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტრამპის პოლიტიკა ინფლაციური იქნება და სენატში გამართული მოსმენისას განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ძალისხმევა გაზარდოს ნავთობის მოპოვება რეალურად ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს