ისრაელის განცხადებით, პირველ ეტაპაზე გასათავისუფლებელი მძევლებიდან რვა დაღუპულია

ისრაელი აცხადებს, რომ დარჩენილი 26 მძევლიდან, რომელიც „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის დროს უნდა გაათავისუფლოს, 8 დაღუპულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა, დევიდ მენსერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელმა მიიღო სია „ჰამასისგან“, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მძევლების სტატუსის შესახებ.

„"ჰამასის“ სია ემთხვევა ისრაელის დაზვერვის მონაცემებს, ასე რომ, შემიძლია გაგიზიაროთ, რომ რვა მოკლულია „ჰამასის“ მიერ", - განაცხადა მენსერმა, თუმცა დაღუპული მძევლების ვინაობა არ დაუსახელებია.

ამასთან, მისი თქმით, ოჯახები ინფორმირებული არიან მათი ახლობლების მდგომარეობის შესახებ.

შეგახსენებთ, 19 იანვრიდან, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, „ჰამასმა“, 290-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, შვიდი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს