„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 29 იანვარს დილის 09:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 იანვარს, დილის 09:00 საათიდან 30 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-2 რიგს, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, შუამთის ქუჩა N10, კახეთის გზატკეცილის N17-23 კენტ ნომრებს, N10, 34, 36 და 38 , ხომლელის ქუჩა N2 და N 11, წულუკიძის ქუჩას და ჩიხს, წულუკიძის 1-ელ და მე-2 შესახვევს, მე-3 შესახვევის N1, 2, 3, 4, 5, მე-4 შესახვევის N8-და N10, ზანდუკელის ქუჩა N22- 34 ლუწ ნომრებს N 21- 51 კენტ ნომრებს, ჯავახეთის ქუჩა N66-152, ჯავახეთის 1-ელ, მე-2 და მე-3 შესახვევს, შანდორ პეტეფი ქუჩა N1, 3, 5, 6, 7, 13, 19, ხომლელის ქუჩა N56, კვაჭანტირაძის ქუჩა N2, 3, 5, 8, 8ა; ჯავახეთის 3ა, ჯავახეთის 12/26, გიორგი მელიქიშვილის, კუპრაძის ქუჩა N2ე, 28, იოსებ და ლეონ ორბელების, მიტროფანე ლაღიძის, ონაშვილის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის და იოზეფ მანდელშტამის ქუჩებს, აეროდრომის დასახლების მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 და მე-10 ქუჩებს, მე-8 ლეგიონის და სამგორის დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება