გურამ მაჭარაშვილი - საგამოძიებო კომისიაში მტკიცებულებად გამოვიყენებთ, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ საკუთარი ქვეყნის დელეგაციას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს - აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ

საგამოძიებო კომისიაში მტკიცებულებად გამოვიყენებთ იმას, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ევროსაბჭოში და ევროკავშირში აგზავნის წერილებს და მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ქვეყნის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერდეს - აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული, ყოველ დღე ამტკიცებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ „ევროსაბჭოშიც და ევროკავშირშიც არიან დარჩენილი ის ადამიანები, ვინც რაციონალურად აზროვნებენ და შესაბამისად, რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ეს ნარატივი აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ, რომ კარგად ხვდებიან პოლიტიკურ აღსასრულს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ, ნუ, ფსკერს ფსკერზე იპყრობენ ყოველ დღე და ყოველ დღე ამტკიცებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. სხვათა შორის, ეს ჩვენ გამოგვადგება საგამოძიებო კომისიაში მტკიცებულებად, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ამ შემთხვევაში ევროსაბჭოში და ევროკავშირში რომ აგზავნიან წერილებს და მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ქვეყნის დელეგაციას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს არ არის პოლიტიკური წინააღმდეგობა. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა საკუთარი ქვეყნის, რასაც აუცილებლად გამოვუყენებთ როგორც მტკიცებულებას სხვისი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას. აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული და ამას ჩვენ კომისიაში აუცილებლად გამოვიყენებთ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრებულია. აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმსჯელებს. მათ მოსაზრება უახლოეს საათებში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა. ცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო