ლანა გალდავა - „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ ეზოში, შუახნის დევნილმა მამაკაცმა თავის დაწვის მიზნით ცეცხლი წაიკიდა - საგანგაშოა, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს არ გამოხმაურებია შესაბამისი უწყებები

გუშინ, „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ ეზოში, შუახნის დევნილმა მამაკაცმა თავის დაწვის მიზნით ცეცხლი წაიკიდა - საგანგაშოა, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს არ გამოხმაურებია შესაბამისი უწყებები, არსებობს უამრავი შეკითხვა: დაიწყო გამოძიება? - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, აღნიშნულმა მამაკაცმა რამდენჯერმე სცადა სააგენტოსთან კომუნიკაციის დამყარება და ფაქტს წინ ხმამაღალი შელაპარაკება უძღოდა.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუშინ, „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ ეზოში, თამარაშვილის ქუჩაზე, თავის დაწვის მიზნით, ცეცხლი წაიკიდა შუახნის ასაკის დევნილმა მამაკაცმა (სახელს, გვარს, შემზარავ კადრებს შეგნებულად არ ვასაჯაროებ). ასევე ვიცით, რომ დაზარალებული მძიმე დამწვრობებით გადაყვანილია სტაციონარში. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მას!

საგანგაშოა, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს არ გამოხმაურებია შესაბამისი უწყებები. არსებობს უამრავი შეკითხვა: დაიწყო გამოძიება? როგორია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამართლიანად ხდება საცხოვრებელი ფართებით დევნილთა დაკმაყოფილება და ა.შ. ასევე

ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ადამიანმა რამდენჯერმე სცადა სააგენტოსთან კომუნიკაციის დამყარება და შემზარავ ფაქტს წინ უსწრებდა ხმამაღალი შელაპარაკება… ფაქტია, ოფიციალური უწყებები ნაცვლად განმარტებისა, კვლავ დუმან!“ - წერს გალდავა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება