საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილება არჩევნების დღეს აღარ ჩატარდება - “საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა გაიმართება.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონის პროექტის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ტარდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, აღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის - დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში უნდა გაიმართოს.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, სწორედ არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდა. ცესკოს ეს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების, ასევე, სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს