გიორგი რუხაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ევროკავშირში ამ ადამიანების „ტრაშა-ტრუში“ მორჩება და მათ მოუწევთ საქართველოში დარჩენა ან წასვლა რუსეთში, ემირატებში და სხვა არადემოკრატიულ სამყაროში

პრაქტიკულ დონეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ამ ადამიანების „ტრაშა-ტრუში“ მორჩება და მათ მოუწევთ საქართველოში დარჩენა ან წასვლა რუსეთში, ემირატებში და სხვა არადემოკრატიულ სამყაროში - ეს არის სასჯელი ივანიშვილის რეჟიმისთვის და არა ჯილდო, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც რუხაძემ აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკმარისი არ არის.

„აქ მთავარი პოლიტიკური გზავნილი არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები და მათი პარლამენტის წევრები, მათი მინისტრები, კორუმპირებული მოსამართლეები ევროკავშირში თავისუფლად ვეღარ შევლენ. მათ მოუწევთ შესაბამის საელჩოებში რიგებში ჩადგომა. პრაქტიკულ დონეზე, ეს ასევე, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში ამ ადამიანების „ტრაშა-ტრუში“ მორჩება და მოუწევთ საქართველოში დარჩენა ან წასვლა რუსეთში, ემირატებში და სხვა არადემოკრატიულ სამყაროში.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, მაგრამ ეს არის ის, რისი მიღწევაც ევროკავშირმა ამ პერიოდისთვის შეძლო, რასაც არ სჭირდებოდა კონსენსუსი და რისი მიღწევაც უბრალო უმრავლესობით შეიძლებოდა. გასაგებია, ეს არის სასჯელი ივანიშვილის რეჟიმისთვის და არა ჯილდო, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ. პიროვნულ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, ევროკავშირი აქ შეთანხმებას მიაღწევს და საბოლოოდ, ამერიკულ სანქციებს უკვე ევროპული სანქციებიც შეუერთდება. ამასობაში, იმედია, რომ ბრიტანული სანქციებიც დაეწევა, რაც სერიოზული ზეწოლა და დარტყმა იქნება პირადად ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე და საერთოდ, არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე. მარტო სანქციებით რეჟიმი არ წავა, ეს ყველასთვის გასაგებია. საჭიროა, რომ მთავარი სანქცია საქართველოს მოსახლეობამ დაუწესოს რუსთაველზე და სხვა ქალაქებში გამოსვლით, მწვავე პროტესტით, უკან არ დახევით. საბოლოოდ, შიდა და გარე ზეწოლის შედეგად ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, ისევე როგორც მრავალი რეჟიმი სხვადასხვა ავტორიტარულ სახელმწიფოში“, - განაცხადა რუხაძემ.

გარდა ამ თემისა, კითხვაზე: „ცდილობს თუ არა „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ინვესტიციები ჩაანაცვლოს ინვესტიციებით აღმოსავლეთიდან“, რუხაძემ აღნიშნა, რომ „ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ საქართველო მთლიანად იზოლირებული არ არის“.

„როდესაც დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს ამა თუ იმ ხელისუფლებას, იმ სივრციდან ინვესტიციების მოსვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაბამისად, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ საქართველო მთლიანად იზოლირებული არ არის და რაღაც თანხები საიდანღაც შეიძლება შემოვიდეს. მე არ ვიცი, რამდენად მართალია 6 მილიარდის ისტორია, სიმართლეს არ ჰგავს. ეს ძალიან დიდი თანხაა და არა მგონია, რომ ემირატებში იყოს ვიღაც ისეთი, ვინც ამხელა თანხას ჩადებს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც არალეგიტიმურია და მთელი დემოკრატიული სამყარო მას არ აღიარებს, ამასთან სანქციების ქვეშაა ივანიშვილიც, მისი მინისტრებიც. ვინც არ არის ახლა, მალე იქნება და რატომ უნდა მოგინდეს, მაინც და მაინც, ასეთ ადგილას მოიტანო 6 მილიარდი, ჩემთვის ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რაც არ ვიცი, არ ვიცი“, - განაცხადა რუხაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო