მილოშ ვუჩევიჩი სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩემი მოწოდებაა, ყველამ დაამშვიდოს ვნებები და დაუბრუნდეს დიალოგს. დილით მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე და მან მიიღო ჩემი არგუმენტები“, - განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა.

მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დაძაბულობის შემცირებას ისახავს მიზნად.

„იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოვლენების შემდგომი გართულება, რათა კიდევ უფრო არ გავზარდოთ დაძაბულობა საზოგადოებაში, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მილოშ ვუჩევიჩმა.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია