BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამა - 3-წლიანი სწავლების და ACCA აკრედიტაციის უპირატესობები ბაზარზე

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები ერთ-ერთია იმ საბაკალავრო პროგრამებს შორის, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უკვე 3-წლიანია. უნივერსიტეტი, რომელიც სრულად განათლების თანამედროვე მოდელს ეფუძნება, ახალი სასწავლო წლიდან ახალ ეტაპზე გადავიდა და მსურველებს 4-წლიანი პროგრამების პარალელურად უკვე 3-წლიანსაც შესთავაზებს.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინტერესებისა და კარიერული გეგმების მიხედვით დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ პროგრამაზე. სურვილის შემთხვევაში კი სტუდენტს შეუძლია დამატებით გაიაროს მეოთხე წელი და აირჩიოს ისეთი პერსპექტიული მიმართულება, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული მარკეტინგი, მენეჯმენტი და ფსიქოლოგია. ის თავად წყვეტს, მიიღოს დიპლომი 3 წელში თუ გააგრძელოს სწავლა და გაეცნოს ახალ პროფესიას.

BTU-ს 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, ისევე როგორც 4-წლიანი ACCA აკრედიტაციის მფლობელია. ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც ACCA-ის სტანდარტების მიერ სრულად არის აკრედიტებული. პროგრამის აკრედიტაცია ნიშნავს, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ეტაპობრივად გაიარონ ACCA-ის F1 დან F9 მოდულამდე კურსები და შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები.

ACCA წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და სწრაფად მზარდ საერთაშორისო ბუღალტრულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 241,000 წევრსა და 542,000 სტუდენტს მსოფლიოს მასშტაბით, 178-ზე მეტ ქვეყანაში.

ACCA სტანდარტები მსოფლიოს ყველა დამსაქმებლის მიერ არის აღიარებული. ACCA-ს სტანდარტების მიერ აკრედიტებული პროგრამის დიპლომი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში დასაქმების წინაპირობაა. კურსდამთავრებულები მუშაობენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, მულტინაციონალურ კომპანიებში, ფინანსურ ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორში.

გარდა აღნიშნულისა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფინანსები ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაში შეისწავლება. ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გარეშე კი დღეს წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ ორი სფეროს ინტენსიური შესწავლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ Fintech-ის მიმართულებით, რაც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და სწრაფად განვითარებადი სექტორია.

ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ თეორიული ცოდნის პარალელურად სტუდენტები სტუდენტური წლების განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ, BTU-ს პარტნიორ კომპანიებში. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მათ შემუშავებული აქვთ სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს დასაქმდეს სწავლის დაწყებისთანავე, შექმნას შთამბეჭდავი პორტფოლიო და სწრაფად გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი ადგილობრივ თუ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება აქვთ 1 სემესტრი ან 1 წელი პარტნიორ უნივერსიტეტებში გაატარონ და ორმაგი დიპლომი მიიღონ, რაც მათი წარმატებით დასაქმების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

საბაკალავრო პროგრამის წლიური ღირებულება 2250 ლარია. 2025-2026 წელს პროგრამაზე 150 სტუდენტი მიიღება.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ დაინტერესების ფორმა.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო