თიბისი კამპუსში თანამედროვე პროფესიის შემსწავლელი კურსები უკვე 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს.

ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე მიმართული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.

კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელმა მაკუნა თავბერიძემ, კურსდამთავრებულებთან და ლექტორებთან ერთად თიბისი კამპუსის ძირითადი ღირებულებები განიხილა და განათლების ხელშეწყობის, როგორც თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თიბისი 2025 წელსაც აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინიციატივების ფარგლებში განათლების პლატფორმების გაძლიერებას. გვინდა ახალი თაობისთვის ბევრი საინტერესო პროგრამა შევქმნათ, რათა მეტ ახალგაზრდას მივწვდეთ განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა და მეტად მრავალფეროვანი საგანმანათლებლო დისციპლინები შევთავაზოთ. თიბისი კამპუსის კურსები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უნივერსიტეტში სწავლისა თუ არსებული სამსახურის მიღმა, დაეუფლონ იმ უნარებსა და ტექნიკურ ცოდნას, რაც მათ სამსახურში სხვადასხვა განხრით დასჭირდებათ“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

თიბისი კამპუსი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ 18-24 წლის ახალგაზრდებს, მიუხედავად მათი ინტერესებისა, ბიზნესის მიმართულების შემსწავლელი ონლაინ კურსების გავლას სრულიად უფასოდ სთავაზობდა.

თიბისი კამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმაზე სტუდენტები ყველა იმ კურსს აღმოაჩენდნენ, რომლებიც მომავალში მარტივად დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარებათ, ესენია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO და ციფრული მარკეტინგი. თიბისი კამპუსის კურსების პარტნიორია „კოლაბი“.

თიბისი კვლავ განაგრძობს ახალი თაობის ხელშეწყობას და თიბისი კამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება