ლევან მაჭავარიანი - მზია ამაღლობელის მდგომარეობას შესაბამისი უწყებები ყურადღებით აკვირდებიან - თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის ან სამედიცინო ჩარევის, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება

მზია ამაღლობელის მდგომარეობას შესაბამისი უწყებები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან - თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის, ან სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია და „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ოპოზიციონერია, რადიკალი, თუ კონკრეტული ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი“.

მაჭავარიანი ამბობს, რომ ვერ შეაფასებს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის მისჯა, სამართლიანი იყო თუ არა.

მისივე განცხადებით, პოლიციამ ამაღლობელის დაკავებისას „მაღალი სტანდარტით“ იმოქმედა.

"რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან შესაბამისი უწყებები მის მდგომარეობას და თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის, ან სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება. როგორც გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ქალბატონი ამაღლობელის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ის უწყებები, რომელსაც ეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან ჩვენთვის ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ოპოზიციონერია, რადიკალი, თუ რაღაა კონკრეტული ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი. ყველას ჯანმრთელობას ჩვენ ვუფრთხილდებით, ეს არის ჩვენი ვალდებულება როგორც სახელმწიფოსი. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას სასამართლოს მხრიდან და ა.შ. - ეს ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის, მე ვერ შევაფასებ სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლიანი თუ არა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, როგორ გააწნა სილა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა პოლიციელს და პოლიციამ მაღალი სტანდარტით იმოქმედა და მოხდა მხოლოდ მისი დაკავება, განსხვავებით ძალიან წარმატებული ქვეყნებისა, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ., სადაც ასეთი კადრი რომ გვეხილა, ჩემი პირადი ვარაუდია, იქ პოლიცია გაცილებით მკაცრად იმოქმედებდა,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება