საბა ბუაძე - დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე გამოდის პროექტი, რომლითაც ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43 სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება

პოლიტპატიმრების და ქართველი ხალხის მძევლად აყვანის პარალელურად, ივანიშვილი აგრძელებს გამდიდრებას ჩვენი ქალაქის ხარჯზე - დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე გამოდის პროექტი, რომლითაც ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43 სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ იგეგმება 89, 948 კვადრატული მეტრის მოცულობის კომპლექსის მშენებლობა, რომელიც „მძიმე შედეგების მომტანი იქნება ქალაქისთვის“.

„საუბარია „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებულ 25,831 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელიც ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე იგეგმება 89, 948 კვადრატული მეტრის მოცულობის უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის.

ამ მასშტაბის მშენებლობა ორთაჭალის ხიდის გვერდით, გაუვალს გახდის, როგორც ორთაჭალის ხიდს (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია), ისე მტკვრის სანაპიროს, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2024 წელს უძრავი ქონების პროექტების დამტკიცებით და რეალიზაციით ივანიშვილმა თითქმის 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო“,- წერს საბა ბუაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება