გურამ როგავა - „ქართული ოცნება“ ჩვენს დაშინებას ცდილობს, რომ გაგვაჩუმოს, ეს პირდაპირი სიგნალია, რომ საფრთხეში ვართ - ჩვენ ამას არ დავემორჩილებით

„ქართული ოცნება“ ჩვენს დაშინებას ცდილობს, რომ გაგვაჩუმოს. ეს პირდაპირი სიგნალია, რომ საფრთხეში ვართ. ჩვენ ამას არ დავემორჩილებით, მზიას თანადგომას ვუცხადებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგ აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მტკიცებულებების მიუხედავად ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს ხშირ შემთხვევაში არ ანიჭებს.

ასევე, როგავას მოლოდინი არ აქვს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მასზე თავდასხმას გამოიძიებს.

„დღეს მოვედით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, სადაც ათასობით საქმეა გამოუძიებელი. ბევრს ჩვენს კოლეგას ამ დრომდე, მიუხედავად კონკრეტული მტკიცებულებისა, დაზარალებული სტატუსი არ მიანიჭეს. მე ეს სტატუსი მაქვს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ორი თვე გავიდა ჩემზე თავდასხმიდან და ამ დრომდე ვერ მივიღე გამომძიებლისგან პასუხი, ვინმე თუ გამოკითხეს და ჩემზე თავდასხმის პერიმეტრიდან ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაჭერები თუ არის ამოღებული.

ჩემზე თავდასხმის საქმე გამოძიებული არ იქნება, ისევე როგორც სხვა მსგავსი შემთხვევები არ არის გამოძიებული. ეს არ არის შემთხვევითობა, ეს ხდება მიზანმიმართულად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ, თავისუფალ ჟურნალისტებს ღიად გვითხრას, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვერ ვსარგებლობთ უფლებებით, რადგან რეჟიმს ვეწინააღმდეგებით. მათ შორის, ვერ ვსარგებლობთ გამოძიების უფლებითაც. ამით ჩვენს დაშინებას ცდილობს, რომ გაგვაჩუმოს. ეს პირდაპირი სიგნალია, რომ საფრთხეში ვართ, ვიდრე ვამხელთ რუსულ რეჟიმს. ჩვენ ამას არ დავემორჩილებით, მზიას თანადგომას ვუცხადებთ. მზია არის სამიზნე ზუსტად იმიტომ, რომ „ბათუმელები“ წარმოადგენს ავტორიტეტულ და გავლენიან მედიაორგანიზაციას, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მას მხარში ამოვუდგეთ“, - განაცხადა როგავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება