გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე სოფელ დიღომს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - წიწამურა, ახალშენი, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-იდან 16:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში - ღულელები, თრანი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებში; 12:15-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - ვახტანგ ცინცაძის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ჩალიპირების და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს