სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით, დავების 85% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ 2024 წელს განიხილა მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, მათ შორის, ბანკებს შორის წამოჭრილი 90-მდე დავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მომხმარებლების მიერ წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდებოდა მის ანგარიშზე განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმებოდა.

„დავათა 85% დასრულდა მომხმარებლების სასარგებლოდ. შესაბამისად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს აუნაზღაურეს ჯამურად 300 000 ლარი.

მომხმარებლებისთვის დავების განმხილველი კომისია წარმოადგენს დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის შექმნის მიზანს წარმოადგენს საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და ციფრული გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის განმტკიცება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დავების განმხილველი კომისიის შექმნას ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება.

მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო