საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე სამუშაო ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 35 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „სასიცოცხლო ციკლები საკონსტიტუციო სასამართლოების ფუნქციონირებაში - გამოწვევები და პასუხები“.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: უნგრეთის პრეზიდენტმა, ეროვნული ასამბლეისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სპეციალური წარმომადგენელი, ემერიტუს თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო.

„თემატური სესიების ფარგლებში განხილული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოების როლი სამართლებრივი სისტემაში და სამართლებრივ ტრადიციებთან მათი ურთიერთმიმართების საკითხი. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოების როლზე ევროპულ სივრცეში, მათ შორის, ევროპის კავშირში გაწევრიანების გავლენაზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესზე, ასევე, ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმდინარე ტენდენციებზე. კონფერენციის დასკვნით სესიაზე განიხილეს საგანგებო მდგომარეობის, ხელოვნური ინტელექტისა და დიგიტალიზაციის ზეგავლენა ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება