გრიგოლ გეგელია - სტრასბურგში გაიმარჯვა მებრძოლმა ქართულმა დემოკრატიამ

ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში დადგა დღე, როდესაც ქართული სახელმწიფო დელეგაცია აღარ მიიღება ცივილიზებული მსოფლიოს რიგებში. მეორე მხრივ, ეს არის საკადრისი პასუხი „ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ბანდ-ფორმირების პასუხად, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების” კუთვნილი ადგილი “ჰეზბოლასა” და „ჰამასის” გვერდითაა და არა ევროსაბჭოში, რომელმაც რუსულ ბანდ-ფორმირებას ცხვირწინ მოუჯახუნა კარი.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით, რომ საქართველოს დელეგაცია აღიარებული იქნას მხოლოდ იმ პირობით, რომ აპრილამდე დაინიშნება ახალი არჩევნები, გათავისუფლდება აქციებზე დაკავებული პოლიტპატიმრები და გამოძიებული იქნება რეპრესიული აპარატის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება.

ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში დადგა დღე, როდესაც ქართული სახელმწიფო დელეგაცია აღარ მიიღება ცივილიზებული მსოფლიოს რიგებში. მეორე მხრივ, ეს არის საკადრისი პასუხი “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ბანდ-ფორმირების პასუხად.

ეს არის ყველა იმ მშვიდობიანი მოქალაქის მიღწევა, ვინც სამოც დღეზე მეტია დაუღალავად იცავს სამშობლოს. უპირველეს ყოვლისა, ეს რეჟიმის ტყვეების მიღწევაა, ვისაც მალე გავათავისუფლებთ.

ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს არის ოთხი კოალიციის მრავალთვიანი ერთობლივი დაუღალავი შრომის შედეგი და კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ერთიანი ძალისხმევა, განსხვავებული პოლიტიკური ძალების თანამშრომლობა და ჩვენ მიერ გაღებული საერთო ძალისხმევა, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ინტერესების დასაცავად.

“ქართული ოცნების” წარუმატებელ, უუნარო და უფლებაშეზღუდულ დელეგაციას ვუსურვებ სტრასბურგიდან პირდაპირ თეირანში გაემგზავროს, რადგან მათი კუთვნილი ადგილი ჰეზბოლასა და ჰამასის გვერდითაა და არა ევროსაბჭოში, რომელმაც რუსულ ბანდ-ფორმირებას ცხვირწინ მოუჯახუნა კარი”, - აღნიშნავს გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება