ნათია მეზვრიშვილი - მზია ამაღლობელი უნდა იყოს გარეთ - ეს საქმე უნდა შეწყდეს, საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა

მზია ამაღლობელი უნდა იყოს გარეთ. ეს საქმე უნდა შეწყდეს, საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

მისივე მოსაზრებით, ამაღლობელმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.

„ეს საქმე არის პოლიტიკური შურისძიება მზია ამაღლობელის საქმიანობის გამო, გამოხატვის თავისუფლების გამო. ამ ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებმა მნიშვნელოვანი საქმე აკეთეს: მთავარი მტკიცებულებები მოაგროვეს, იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და რეჟიმისთვის მთავარი თავსატეხი იყვნენ, სწორედ ამ მოტივაციით არის ეს ყველაფერი განპირობებული, რომ მათი დაშინება და გაჩუმება მოხდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არა მხოლოდ პატიმრობას არ იმსახურებდა, საერთოდ არც ერთი აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არ არსებობდა. ვფიქრობ, ეს საქმე საერთოდ უნდა შეწყდეს.

რომელი პოლიციელის ღირსებას იცავენ, რომლებსაც ღირსება თვითონ შეულახეს? პოლიციელებს თავზე დაასვეს ზონდერები. ივანიშვილის და „ქართულ ოცნების“ წყალობით, დღეს პოლიციელი თუ რამესთან ასოცირდება, არის ძალადობა. პროკურატურაში კარგად იციან, რომ მზია ამაღლობელი არა თუ პატიმრობას არ იმსახურებდა, მის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ იყო. კანონით იმისთვის, რომ თუნდაც ადამიანის მიმართ გირაო გამოიყენო 3 საფუძვლიდან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს სახეზე. მზია ამაღლობელი, არც რეციდივისტია, არც მოწმეებზე ზემოქმედებას ახდენდა. ამიტომ, ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ. ეს საქმე უნდა შეწყდეს, საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა. სანამ საზოგადოების წნეხი შედეგს გამოიღებს, ნება უნდა იბოძონ და მზია მინიმუმ საავადმყოფოში მაინც უნდა გადაიყვანონ. უდიდესი საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს, მინდა რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს და ჩვენ სხვა მეთოდებით დავამარცხოთ რეჟიმი“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან