ვოლოდიმირ ზელენსკი  - ბატონი ფიცო ირჩევს მოსკოვს ამერიკისა და სხვა პარტნიორების ნაცვლად - ეს მისი შეცდომაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ირჩევს რა მოსკოვს დასავლელი პარტნიორების ნაცვლად, რუსული გაზისთვის დამოუკიდებლობით და სუვერენიტეტით იხდის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სლოვაკეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის საყურადღებოდ: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს, კერძოდ ევროპაში. ეს არის ის, რაც საჭიროა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის - მეტი ენერგორესურსები პარტნიორებისგან ევროპისთვის. ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის საფასური უნდა გადაიხადოთ ფულით, მაგრამ რუსული გაზის საფასური უნდა გადაიხადოთ არა მხოლოდ ფულით, არამედ დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. ევროპაში ბევრმა უკვე გაიარა ეს და აირჩია საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე თქვა უარი რუსულ გაზზე სუვერენიტეტის შენარჩუნების სასარგებლოდ, თუმცა, ფიცომ სხვა გზა აირჩია - ორიენტირება მოსკოვზე მოახდინა და არა აშშ-სა და სხვა პარტნიორებზე, რომლებიც გაზს კომერციული პირობებით სთავაზობენ.

„ბატონი ფიცო ირჩევს მოსკოვს ნაცვლად ამერიკისა და სხვა პარტნიორებისა, რომლებსაც შეუძლიათ მის ქვეყანას გაზი კომერციული პირობებით მიაწოდონ. ეს მისი შეცდომაა. ევროპაში ყველა უნდა იყოს წინდახედული და განავითაროს ურთიერთობები, რომლებიც აძლიერებს ჩვენს ერებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გუშინ, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის მტერია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან