მოსამართლემ დონალდ ტრამპის ბრძანება ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ დროებით დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ლორენ ალიხანმა დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ბრძანების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოცხადდა.

მოსამართლემ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის ბრძანების შეჩერების გადაწყვეტილება იმ სარჩელის საპასუხოდ მიიღო, რომელიც გრანტის მიმღები ორგანიზაციების ჯგუფმა შეიტანა.

სარჩელში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსების დროებითი გაყინვა კანონის დარღვევას წარმოადგენს.

მოსამართლე ალიხანმა განაცხადა, რომ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის გეგმა, მინიმუმ, ორშაბათამდე შეჩერდება, მანამ, სანამ ამ საკითხზე ზეპირი კამათის საშუალება მიეცემა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს