ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

მომღერალმა, გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანმა, ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან ambebi.ge-სთან ისაუბრა.

ნინი ბადურაშვილი თქმით, ახლა სიმღერისთვის უფრო მეტი დრო დარჩება ვიდრე აქამდე. კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ტელევიზიის დატოვების მიზეზს პოლიტიკას, მომღერალი ასე პასუხობს : „ამას ჩემთვის დავიტოვებ“.

„ამას ჩემთვის დავიტოვებ. ბევრი კარგი რამ გადამხდა იქ და მიყვარს ეს ტელევიზია. მხოლოდ "პრაიმშოუ“ არა, მანამდე სხვა პროექტებიც იყო, რომლებშიც ვმონაწილეობდი. 20 წლის მივედი პირველად ამ არხზე. უბრალოდ, ახლა ასეთი გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.

ნინი ბადურაშვილს ეკო ფანგანი ჩაანაცვლებს. გადაცემის წამყვანებად რჩებიან ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია.

შეგახსენებთ, ნინი ბადურაშვილამდე ტელეკომპანია მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა დატოვა, თუმცა მიზეზები არც მას დაუკონკრეტებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს