ველმო - ჯანმრთელობაზე პერსონალური ზრუნვის ახალი გამოცდილება კავკასიის მედიცინის ცენტრისგან

ველმო ჯანმრთელობაზე ზრუნვას კომფორტულ, პერსონალიზებულ, პაციენტის ცხოვრების სტილზე მორგებულ გამოცდილებად აქცევს. ველმოს სივრცე, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრში მდებარეობს, კომფორტულ, სტრესისგან თავისუფალ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის პაციენტებისთვის. ითვალისწინებს მოსასვენებელ ზონას, ლანჩს, საჭიროების შემთხვევაში კი - ონლაინ მუშაობის შესაძლებლობასაც.

ველმოთი სარგებლობა ნიშნავს მაღალკვალიფიციური პირადი ექიმის მომსახურებით სარგებლობას, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურე და ჯანსაღი ცხოვრების წესის მრჩეველი გახდება.

ჯანმრთელობის დეტალურად შესაფასებლად, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ერთ სივრცეში ტარდება. წამყვანი ექიმების კონსილიუმი მკურნალობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სამედიცინო მეთვალყურეობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას უზრუნველყოფს.

ველმოს ერთ-ერთი უპირატესობა პერსონალური სერვის-მენეჯერის მომსახურებაა, რომელიც წინასწარ დაგიგეგმავთ ექიმთან კონსულტაციას და სამედიცინო კვლევებს სასურველ დროს, რაც თავიდან აგარიდებთ მათ ორგანიზებასთან დაკავშირებულ ზედმეტ ძალისხმევას.

ველმომ ქალის, მამაკაცის და ბავშვის ჯანმრთელობის ასაკობრივი რისკების გათვალისწინებით, პრევენციული ჩექაფ პაკეტები შექმნა. პაკეტებში შემავალი სამედიცინო კონსულტაციების და ორგანოთა სისტემების გამოკვლევის შედეგად, ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული სურათის დანახვაა შესაძლებელი.

ჩექაფ პაკეტების შესახებ ინფორმაციას კავკასიის მედიცინის ცენტრის ვებ-გვერდზე www.cmchospital.ge დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ. ველმოს სივრცეში პერსონალურ ექიმთან კონსულტაციაზე ვიზიტი და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა დამოუკიდებლად, პაკეტის ყიდვის გარეშეც შესაძლებელია.

კავკასიის მედიცინის ცენტრი რეგიონის წამყვანი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალია, რომელიც 200-ზე მეტ სამედიცინო მომსახურებას აწვდის პაციენტებს. ჰოსპიტალი 2024 წლის ივლისში ჯანდაცვის უმაღლესი საერთაშორისო აკრედიტაციის JCI-ის მფლობელი გახდა და ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობისების ნიშნად, ხარისხის ოქროს ბეჭედი (The Gold Seal of Approval) მიენიჭა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება