დიმიტრი პესკოვი - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არა, სერბეთის ხელისუფლებას არ მოუმართავს. სერბეთის ხელმძღვანელობას შეუძლია ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი სერბეთთან მეგობრობას აფასებს.

„სერბეთი ჩვენთვის ძვირფასი ქვეყანაა. ჩვენ საერთო ისტორიული ფესვები გვაკავშირებს, ჩვენს მეგობრობას ვაფასებთ და ურთიერთობას გავაგრძელებთ. ჩვენს სერბ ძმებს პრობლემების სწრაფად მოგვარებას ვუსურვებთ, რათა მშვიდ განვითარებას დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს