გიორგი ვაშაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო - დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო - დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, ბრიუსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის დროს, სხვა დაკავებულ პირებსა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო. ნომერ პირველი, უსწრაფესი, დღეებისა და საათების ამოცანაა, რომ ის გათავისუფლდეს და ეს ძალიან კარგად გაიგო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში.

ასევე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ ძალიან ბევრნი გვყავს. ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, ექიმები - ყველა პროფესიასა და ჯგუფს შეეხო ეს უმძიმესი ვითარება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე შეხვდნენ. მათი ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი საკითხი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის თემა იყო, რომელიც მე-18 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო