KFC-ს მე-20-ე რესტორანი „გლდანი პლაზაში“ გაიხსნა

„ქეი ეფ სი“ საქართველო, რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მე-20 ობიექტი გახსნა.

„ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი სტუმრებს ვეკუას N14-ში, სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ უმასპინძლებს.

KFC (Kentucky Fried Chicken) ამე­რი­კუ­ლი სწრა­ფი კვე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლია, რო­მე­ლიც სა­ხელ­გან­თქმუ­ლია ქათ­მის მომ­ზა­დე­ბის ლე­გენ­და­რუ­ლი, სა­ი­დუმ­ლო რე­ცეპ­ტით. იგი 1930 წელს და­არ­სდა კენ­ტუ­კის შტატ­ში (აშშ) კოლონელ ჰარ­ლანდ სან­დერ­სის მიერ, რო­მელ­მაც უმოკ­ლეს ვა­და­ში შეძ­ლო სა­ხე­ლი გა­ეთ­ქვა თა­ვი­სი რე­ცეპ­ტე­ბით არა მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

საქართველოში „ქეი ეფ სის“ რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ მდებარე რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან - 23:00 საათამდე, ხოლო მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 10 საათიდან - 03:00 საათამდე.

რესტორანი გათვლილია 150-მდე სტუმარზე და მორგებულია მცირეწლოვანი ბავშვების საჭიროებებზეც.

შეგახსენებთ, რომ „ქეი ეფ სის“ რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო