დავით მათიკაშვილი - პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - საქართველოზე შანტაჟისთვის ვერანაირი საშუალება ვერ იქნება გამოყენებული

პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს თავდასხმა, ბუნებრივია, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად. ასეთი რამ ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მისამართით ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ცალკეული ქვეყნების ელჩების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა, ვინც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს, პირდაპირ შეურაცხყოფს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, „სისხლის სამართლის კოდექსს“ და იმ საზოგადოებას, რომელიც სამართლიანობას და კანონის უზენაესობას აღიარებს.

„ერთ ქვეყანას თუკი დაასახელებთ მსოფლიოში, სადაც შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყა, სილა გააწნა და ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელად, არ ვიცი, ეს იქნება, რა თქმა უნდა, იმის საფუძველი, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, მაგრამ არ არსებობს ასეთი ქვეყანა, რადგანაც პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს თავდასხმა ბუნებრივია, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე პედალირებისთვის და შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა გახდეს საზოგადო, ეს ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად. ასეთი რამ ვერ მოხდება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყველა, ვინც მსგავს რამეს ითხოვს, იქნება ეს დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუ უცხო ქვეყნის კონკრეტული ჩინოვნიკები, ამით პირდაპირ შეურაცხყოფს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, „სისხლის სამართლის კოდექსს“ და იმ საზოგადოებას, რომელიც სამართლიანობას და კანონის უზენაესობას აღიარებს. ამიტომ ყველა კარგად დაფიქრდეს მსგავს განცხადებებზე, რადგან ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს შესაბამისი პასუხიც უნდა მოჰყვეს და ამ პასუხს აუცილებლად საზოგადოება მათ მოსთხოვს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. „ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო