გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის, თიანეთის, დუშეთის რაიონის სოფლებსა და ზაჰესში რამდენიმე ქუჩას შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - წილკანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 1:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ზაქარო, წინამძღვრიანთკარი, ბურიანი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში საყდრიონი და ხევსურთსოფელი; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - მაღაროსკარი, ჩარგალი, ბარისახო, ქალილო, ხომი, გველეთი და მიმდებარე სოფლებში; 13:50-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში - თავისუფლების, ჭიჭინაძის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - მენესო, ჭივილაანები, დგნალი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე