ადვოკატი - მზია ამაღლობელს კანზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება, რაც, ალბათ, შიმშილობისგანაა გამოწვეული - პენიტენციური სამსახური სამედიცინო დოკუმენტებს არ გვაწვდის, არც გუშინ აღებული სისხლის ანალიზის პასუხი ვიცით

პენიტენციური სამსახური მზიას შესახებ სამედიცინო დოკუმენტებს არ გვაწვდის, გუშინ სისხლის ანალიზი აუღეს და პასუხი ჯერაც არ ვიცით, - ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

ქათამაძის თქმით, მზიას ვიზუალურად არაფერი ეტყობა და მხოლოდ კანი აქვს მსუბუქად დაზიანებული, რაც, ადვოკატის აზრით, რამდენიმე დღიანი შიმშილობის ბრალია.

„ჯანმრთელობის მხრივ არაფერი შეცვლილა, ვიზუალურადაც ძველებურად გამოიყურება, მხოლოდ კანზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება, რაც, ალბათ, შიმშილობისგან არის გამოწვეული. პენიტენციური სამსახური მის შესახებ სამედიცინო დოკუმენტებს არ გვაწვდის, რათა უფრო დეტალურად გავიგოთ, რა ცვლილება მოხდა მის ჯანმრთელობაში. გუშინ სისხლის ანალიზი აუღეს და არ ვიცით პასუხი, ჯერაც ველოდებით პენიტენციურ სამსახურს, მოგვაწოდოს ინფორმაცია”, - აღნიშნა ჯუმბერ ქათამაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს