ბაჩო ქაჯაია - ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი ხალხს დაუბრუნდეს - როცა ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება

მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს, - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

ქაჯაიას თქმით, როდესაც ხალხი გამარჯვებას დააკანონებს, ყველა ინსტიტუცია თავის ადგილს დაუბრუნდება.

„თვითონ სიტყვა გვეუბნება, რატომ უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, მისი ფუნქციაც ეს არის და მისი არსიც.

ყველგან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა და განსაკუთრებით, იმ ინსტიტუციებსა თუ სტრუქტურებში, სადაც ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.

მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენ ვითხოვთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელ, თავისუფალ არჩევნებს და ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას, შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს მივაღწევთ და გამარჯვებას დავაკანონებთ, შემდგომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.

ჩვენ არ გავჩერდებით იმიტომ, რომ რისთვისაც გვინდა თავისუფლება, ეს არის იმ საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც არ და ვერ შეეგუება უსამართლობასა და უკანონობას“, - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს