„ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის პირველი გასვლები აჭარასა და სამეგრელოში გაიმართება

„ახალი თეატრი“ რეგიონებში გასვლას იწყებს. საპროტესტო მანიფესტის პირველი გასვლა 1-ელ თებერვალს აჭარაში იგეგმება.

როგორც ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობები „ახალი თეატრიდან“ 1 თებერვალს, 09:00 საათზე, გავლენ აჭარის მიმართულებით.

ასევე, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2 თებერვალს საპროტესტო მანიფესტი სამეგრელოში ჩავა.

„შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ახალი თეატრი“ ავრცელებს.

ცნობისთვის“ ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება