ფრანკ შვაბე ხელისუფლებას - საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის   - მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ძალადობა, გაათავისუფლოთ პოლიტიკური მიზეზებით დაპატიმრებულები, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მზია ამაღლობელი

საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის - ეს არის დღევანდელი გზავნილი, - ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრმა, ფრანკ შვაბემ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განაცხადა, სადაც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების აღიარება-არაღიარების საკითხს განიხილავენ.

„ძვირფასო მოქმედო ხელისუფლების წარმომადგენლებო საქართველოში, ევროპის საბჭო ყოველთვის იყო მრავალმხრივი ორგანიზაცია ევროპაში და მას აქვს ერთი მთავარი ამოცანა - მხარი დაუჭიროს ქვეყნებს რომელიც მეტი დემოკრატიის, მეტი ადამიანის უფლებების, მეტი კანონის უზენაესობის გზას ადგანან, მაგრამ საქართველო სხვა გზას ადგას, ის მიდის არასწორი მიმართულებით - ეს არის დღევანდელი გზავნილი. ის ადგას ნაკლები დემოკრატიული სტანდარტების, ნაკლები ადამიანის უფლებების, ნაკლები კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პატივისცემის, ნაკლები ევროპის გზას. ჩვენ არა მხოლოდ შეშფოთებული ვართ, ისე, როგორც ბევრ სხვა ანგარიშშია აღნიშნული, ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ და ჩვენ უკვე დღეს ვმოქმედებთ. ასევე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აპრილში, 100 პროცენტით დანამდვილებით, თქვენ აქ აპრილში დაბრუნებულებს გვიხილავთ“, - აღნიშნა ფრანკ შვაბემ.

მისი თქმით, მხარს უჭერს საქართველოს დელეგაციისთვის გარკვეული პირობების წაყენებას და მათი უფლებების შეზღუდვას. ამასთან, მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული ყველა პირი.

„ამასთან, მოგიწოდებთ, გააკეთოთ რამე: გთხოვთ, შეწყვიტოთ ძალადობა, პასუხისმგებლობა დააკისროთ მათ, ვინც დანაშაულები ნამდვილად ჩაიდინა, მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ ისინი, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მზია ამაღლობელი. მე ვნახე ვიდეო და ნამდვილად რაღაც ხუმრობაა, რა არის ბრალდება და რა იქნება სასჯელი“, - აღნიშნა ფრანკ შვაბემ.

გერმანელმა დეპუტატმა საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ „ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არჩევნების ჩატარებაა“.

„მიიღეთ სერიოზულად, ჩვენ დღეს არ გიხურავთ კარს, მაგრამ ძალიან მკაფიო და სერიოზულ გაფრთხილებას გაძლევთ, დაუბრუნდით ჩვენს ევროპულ გზას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გზას“, - აღნიშნა ფრანკ შვაბემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო