30.06.2025 / 09:10
სალომე სამადაშვილი - ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ დღეს გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები

ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ დღეს გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სტრასბურგიდან ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

სამადაშვილის თქმით, ეს არის დიდი გაემარჯვება იმ ხალხის, რომლებიც თვეებია ქუჩაში დგანან.

ამასთან, სამადაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დელეგატების სტრასბურგში ჩასვლა სრული კრახით დასრულდა.

„მოგესალმებით სტრასბურგიდან, სადაც ახლა დასრულდა კენჭისყრა. ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა ქართველი ხახლის მოთხოვნას - განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. „ქართული ოცნების“ რუსი დელეგატების აქ ჩამოსვლა სრული კრახით დასრულდა. ისტორიაში პირველად, დელეგაციის აკრედიტაცია ვერ შედგა. „რუსული ოცნების” წარმომადგენლებს სრული აკრედიტაცია არ მიუღია. მათ ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ამ დარბაზში შემოსვლის უფლება. მათ ჩამოართვეს უფლება იმუშაონ კომიტეტებში, დელეგაციებში, იყვნენ მომხსენებლები, ფაქტობრივად, მათ ყველანაირი უფლებები აქვთ გაუქმებული, გარდა ამ დარბაზში შემოსვლისა. ეს შეზღუდული უფლები მათ აპრილამდე მიენიჭათ. თუ აპრილამდე არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და არ დანიშნავენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ეს შეზღუდული უფლებებიც, რომელიც ჯერ კიდევ დაუტოვეს, რომ ევროპის საბჭოს ამ რუსულ რეჟიმზე ზეწოლის ბერკეტები ჰქონდეს - ესეც გაუუქმდებათ.

მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი გაემარჯვება იმ ხალხის, რომლებიც ეს თვეები ქუჩაში იდგნენ. მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომლებიც აქ ჩვენთან ერთად ჩამოვიდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციას. ეს არის საერთო გამარჯვება. ჩვენ ასე ერთად ბრძოლით მივაღწევთ ქვეყნის გათავისუფლებას რუსული რეჟიმისგან. ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ დღეს გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“,- აცხადებს სამადაშვილი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე