გრიგოლ გეგელია - ასეთი ტოტალური კრახი საქართველოს ისტორიაში არცერთ სამთავრობო დელეგაციას არასდროს განუცდია - წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა

ასეთი ტოტალური კრახი საქართველოს ისტორიაში არცერთ სამთავრობო დელეგაციას არასდროს განუცდია - წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ევროპის საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოთხი ოპოზიციური კოალიციის საგარეო გუნდმა, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორმა და პარტნიორებმა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენის გაკეთებაა შესაძლებელი ერთიანი ძალისხმევით.

„114 - 13, სტრასბურგში იზეიმა ქართულმა დემოკრატიამ!

ასეთი ტოტალური კრახი საქართველოს ისტორიაში არცერთ სამთავრობო დელეგაციას არასდროს არ განუცდია.

გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას დაევალა არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სისტემური ძალადობის გამოძიება, დღეს კიდევ ორი ცხადი სიკეთე დაემატა:

  1. ქოცების მიერ რეზოლუციაში ინცირებული სამივე ცვლილება ერთხმად იქნა უარყოფილი; ვერცერთი ვერ გაიტანეს.
  2. ახალი არჩევნების წინ დაემატა სიტყვა "საპარლამენტო", რათა ცრუპენტელა ბოროტმოქმედების პარტიად ინტერპრეტაციის საშუალება არ მიეცეს.

ეს არის სრული და ტოტალური კრახი. წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა.

ჩვენ კი, ოთხი კოალიციის საგარეო გუნდმა, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორმა და ჩვენმა პარტნიორებმა, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თუ რამდენის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს სასიკეთოდ ერთიანი ძალისხმევით“, - წერს გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება