თინა ბოკუჩავა - დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას

დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელიც 60 დღეზე მეტია დგას რუსთაველის გამზირზე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

ბოკუჩავას შეფასებით, ეს არის საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა“.

„რამდენიმე წუთის წინ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა შედგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც დამარცხდა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვეს ადამიანებმა, ვინც 60 დღეზე მეტია დგანან რუსთაველის გამზირზე, ვინც უკანონოდ ჰყავს დატყვევებული ივანიშვილს, გაიმარჯვა მზია ამაღლობელმა, რომლის სახელიც არაერთხელ გაჟღერდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საპარლამენტო ასამბლეაში და მთავარი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს, ჩაიდო ოფიციალურად დოკუმენტში და იმისთვის, რომ პროპაგანდამ ვერ შეძლოს რაიმე ტიპის ინტერპრეტირება, მანიპულაცია და ტყუილი, აისახა დოკუმენტში, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს მომავალ რამდენიმე თვეში და მხოლოდ ამ მიზნით ფორმალურად უნარჩუნებს უფლებამოსილებას „ქართულ ოცნებას“. ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს არა სანქცირებული სუს-ი, შსს და არსებული ცესკო, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტები.

ასევე არის მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ისევე როგორც მოძალადეების დასჯის. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც ახლა უნდა მოვიყვანოთ სისრულეში, ჩავატაროთ ახალი არჩევნების, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან. ეს არის საერთაშორისო აღიარება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის სწორედ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება